17 ნოემბერი 2024,   09:52
ვრცლად
ქართველი მორაგბეები არგენტინის ნაკრებთან შესახვედრად ემზადებიან

ხვალ ქართველი მორაგბეები მსოფლიო თასზე მეორე შეხვედრას გამართავენ. ჩვენი გუნდისა და არგენტინის ნაკრების შეხვედრა თბილისის დროით 19:45 საათზე დაიწყება. საქართველოს ნაკრების კაპიტნის ვარჯიში რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. ბოლო ვარჯიშს ჩვენი გადამღები ჯგუფი დაესწრო.

კურიერის გადამღები ჯგუფი არგენტინის რაგბის კავშირის ტექტიკურ დირეტორს აუგუსტინ პიშოტი ესაუბრა, რომელიც აღნიშნავს, რომ წინ რთული თამაში ელოდებათ.

„ამ მსოფლიო თასზე ფატქობრივად აუტსაიდერები არ არსებობენ, საქართველომ პირველ შეხვედრაში დაამტკიცა, რომ დიდი პროგრესს განიცდის. საინტერესო ბრძოლა იქნება, იმიტომ, რომ ორივე ნაკრები თავისი მებრძოლი სულითა და ინდივიდუალიზმით გამოირჩევა. ვფიქრობ არგენტინას უფრო ძლიერი გუნდი ჰყავს, ჩვენი მოთამაშეები უკეთეს კლუბებში თამაშობენ და ეს დიდი პლიუსია, თუმცა საქართველო აღარაა ის გუნდი, რომელიც აქცენტს მხოლოდ შერკინებაზე და ფიზიკურ უპირატესობაზე აკეთებს, გუნდი მოძრაობს, თამაშობს ხელით და დიდ პროგრესს განიცდის. ზელანდიასთან ჩვენ დავმარცხდით, თუმცა ყველას დავუმტკიცეთ, რომ მსოფლიოს საუკეთესო ნაკრების წინააღმდეგაც შესაძლებელია თამაში,“-განაცხადა კურიერთან საუბრისას არგენტინის რაგბის კავშირის ტექტიკურმა დირეტორმა აუგუსტინ პიშოტიმ.

დღის ამბები