სერ ალექს ფერგიუსონის განცხადებას, რომ იგი მსოფლიო კლასის მხოლოდ ოთხ ფეხბურთელს წვრთნიდა დევიდ ბექჰემი გამოეხმაურა.
“არ ვარ ნაწყენი ფერგიუსონის განცხადებაზე. ის ყველა დროის საუკეთესო მწვრთნელია და კარგად იცის რასაც ამბობს. მის მიერ ჩამოთვლილმა ფეხბურთელებმა მანჩესტერს უფრო მეტი წარმატება მოუტანეს, ვიდრე მე.“
ფერგიუსონმა განცხადა, რომ თავის სამწვრთნელო კარიერაში მსოფლიო დონის ოთხ ფეხბურთელს წვრთნიდა - ერიკ კანტონას, რაიან გიგზს, პოლ სქოულზსა და კრიშტიანო რონალდოს.
წყარო: goal.com