ლივერპულის ყოფილმა ნახევარმცველმა სტივენ ჯერარდმა განაცხადა, რომ ჟოზე მოურინიოს მისი რეალში ხილვა სურდა.
“როდესაც მოურინიო რეალს წვრთნიდა, მას ჩემი ყიდვა უნდოდა და ლივერპულთან აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებდა, თუმცა იმ დროს გუნდის შეცვლაზე არ ვფიქრობდი, რადგან ყველაფერი მაკმაყოფილებდა. ყველასთვის სასიამოვნოა რეალის დონის გუნდის მხრიდან ინტერესი, თუმცა ჩემი ლივერპულისადმი სიყვარული უზომოა.“
წყარო: goal.com