17 ნოემბერი 2024,   09:30
ვრცლად
lequipe - "კანკავა მთელი მატჩის განმავლობაში მოედნის ცენტში მეფობდა"

ჯაბა კანკავას რეიმსმა საფრანგეთის ჩემპიონატში ლილი დაამარცხა და მე-3-ე ადგილზე გადაინაცვლა.

ქართველმა ნახევარმცველმა შეხვედრა სრულად ჩაატარა და ყვითელი ბარათიც მიიღო. კანკავასთვის ეს მეოთხე ყვითელი ბარათი იყო და ის მომდევნო შეხვედრას ლიონის წინააღმდეგ გამოტოვებს.

ფრანგული lequipe - ის შეფასებით კანკავა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

"საქართველოს კაპიტანმა დაუღალავად ითამაშა გასულ კვირას პსჟ -სთან გამართულ შეხვედრაში (1-1). მან აქტიურად ჩაატარა მატჩი ლილის წინააღმდეგ. დნიპროს ყოფილი ფეხბურთელი მთელი მატჩის განმავლობაში მოედნის ცენტში მეფობდა. სტატისტიკის მიხედვით კანკავამ 27 - ჯერ წაართვა ბურთი მოწინააღმდეგეს, რაც მთლიანად მისი გუნდის 25 % იყო" - წერია გამომცემლობის ოფიციალურ ვებგვერდზე.

 

 

ფოტო: stade-de-reims.com

ვიდეო: goalsarena.org

დღის ამბები