ლონ ანჯელეს კლიპერსი მოსამზადებელ ეტაპს იწყებს.
გუნდში 17 კალათბურთელია, მათ შორის ახალწვეულები - ნიკოლოზ ცქიტიშვილი და მბა ა მუტე, რომლებმაც კლუბთან არაგარანტირებული კონტრაქტი დადეს.
მოსამზადებელი ეტაპის შეხვედრები 2 ოქტომბერიდან დაიწყება და გუნდის ხელმძღვანელობა ამის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელ კალათბურთელებს გაუფორმოს კონტრაქტი.
ნიკოლოზ ცქიტიშვილი ამერიკის საკალათბურთო ლიგაში 9 წლის წინ ასპარეზობდა. მისი საშუალო მაჩვენებელი 2.9 ქულა და 1.8 მოხსნა იყო. ქართველმა კალათურთელმა ამერიკაში 4 სეზონი გაატარა და ამ ხნის განმავლობაში დენვერ ნაგეტსის, გოლდენ შტეიტის, მინესოტას და ფინიქსის ღირსებას იცავდა.
წყარო: nba.com