საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობს.
ქართველმა წყალბურთელებმა, ისრაელის ქალაქ ნეთანიაში შესარჩევი ეტაპის პირველ ტურში ჯგუფის ფავორიტთან ჰოლანდიასთან ფრედ 5:5 ითამაშეს.
შეხვედრა ჰოლანდიის უპირატესობით მიმდინარეობდა თუმცა საქარველოს ნაკრებმა დამირ ცრეპულიას,მიხეილ ბაღათურიას და ანდრო ბითაძის დამაჯერებელი თამაშის წყალობით მნიშვნელოვანი ქულა მოიპოვეს.
შესარჩევი ეტაპის მეორე შეხვედრას ქართველი წყალბურთელები დღეს ისრაელის ნაკრების წინააღმდეგ გამართავენ, მატჩი თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.