მადრიდის რეალის მთავარი მწვრთნელის, რაფაელ ბენიტესის სტატისტიკა ამ დროისთვის უკეთესია, ვიდრე მისი წინამორბედების, ჟოზე მოურინიოს და კარლო ანჩელოტის შემთხვევაში.
მოურინიომ თავის სადებიუტო სეზონში, პირველ ხუთ ტურში 2 ფრე ითამაშა, ხოლო ანჩელოტიმ ერთი. ბენიტესის მიერ გაწვრთნილმა რეალმაც ერთი ფრე ითამაშა, თუმცა გაიტანა 18 და საკუთარ კარში მხოლოდ ერთი გოლი მიიღო.
წყარო: as.com