მანჩესტერ სიტიმ პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში მეორე მარცხი განიცადა. მანუელ პელეგრინის გუნდი ლონდონის ტოტენჰემთან 1:4 დამარცხდა.
სიტის მხრიდან მორიგი გოლი გაიტანა კევინ დე ბრუინემ, ხოლო ტოტენჰემიდან თავი დაიაერმა, ალდერვეირელდმა, კეინმა და ლამელამ გამოიჩინეს.
ამ მარცხით შესაძლოა სიტიმ პრემიერლიგის ლიდერობა დაკარგოს, ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ მანჩესტერ იუნაიტედი სანდერლენდს დაამარცხებს.