მე-6-ე ტურის მატჩები გაიმართა საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში.
გორში თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე დილამ თბილისის დინამოს უმასპინძლა და მეტოქე 2:0 დაამარცხა.
ორივე გოლი ირაკლი მოდებაძემ გაიტანა. მე-19-ე წუთზე მან პენალტი გამოიყენა, ხოლო მე-60-ზე დუბლი შეასრულა.
ამ გამარჯვებით გორელები სატურნირო ცხრილს ჩაუდგნენ სათავეში.
დილა-დინამოს გარდა კიდევ 4 შეხვედრა გაიმართა:
ბათუმის დინამო 1:1 ჩიხურა
მერანი 2:0 გურია
კოლხეთი 0:0 საპოვნელა
ზუგდიდი 3:3 სამტრედია
ფოტო: fcdinamo.ge