ქართველმა კალათბურთელმა, გიორგი ცინცაძემ, ახალი გუნდის შემადგენლობაში პირველი ტიტული მოიგო.
ფრანგულმა გრაველინმა მონაწილეობა მიიღო DLSI-ის თასის გათამაშებაში და მისი გამარჯვებულიც გახდა.
ქართველმა გამთამაშებელმა ნახევარფინალში ნანსისთან 16 ქულა მოაგროვა და თავის გუნდში საუკეთესო იყო. ფინალურ მატჩში კი გრაველინმა ბელგიური მონსი 86:67დაამარცხა და ტურნირის გამარჯებული გახდა. ცინცაძემ 7 ქულა და 4 მოხსნა მიითვალა.
გიორგი ცინცაძე ფრანგულ გრაველინში ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ გადავიდა.
წყარო: gbf.ge