ლონდონის ჩელსის მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ, ნიუკასლთან მატჩის შემდეგ მისი გუნდის ფეხბურთელები გააკრიტიკა.
“შეხვედრის პირველი ტაიმი ძალიან ცუდათ ჩავატარეთ და რამდენიმე მძიმე შეცდომა დავუშვით, რაც შედეგზეც აისახა. ჩელსის დონის გუნდი ასეთ შეცდომებს არ უნდა უშვებდეს. იმედგაცრუებული ვარ ჩემი ფეხბურთელების თამაშით პირველ ნახევარში. რაც შეეხება მეორე ტაიმს, ის რადიკალურად განსხვავებული იყო, რადგან ჩვენ მოვიპოვეთ უპირატესობა და კარგადაც ვუტევდით.“
ნიუკასლისა და ჩელსის შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა.
წყარო: goal.com