17 ნოემბერი 2024,   09:52
ვრცლად
რადვანსკამ კარიერაში მე-15-ე ტიტული მოიგო

პოლონელმა ჩოგბურთელმა, აგნეშკა რადვანსკამ ტოკიოში დასრულებული ტურნირი მოიგო.

რადვანსკა ფინალში შვეიცარიელ ჩოგბურთელს ბელინდა ბენჩიჩს დაუპირისპირდა და მეტოქე 6:2 6:2 დაამარცხა. პოლონელმა მეტოქეს ხუთი ბრეიკი შეუსრულა, ხოლო საკუთარი მოწოდება მხოლოდ ერთხელ დათმო.

ტოკიოში მოპოვებული ტიტული რადვანსკასთვის მიმდინარე სეზონში პირველი, ხოლო მის კარიერაში მე-15-ე იყო.

 

წყარო: eurosport

დღის ამბები