რუსული კლუბის, კრილია სოვეტოვის წარმომადგენელმა, ზურაბ წიკლაურმა, დაადასტურა ლონდონის ჩელსის ინტერესი გიორგი ლორიას ტრანსფერთან დაკავშირებით.
„ამ კვირაში მე მართლაც დამირეკა ჩელსის ტექნიკური დირექტორის თანაშემწემ და გიორგი ლორიას შესახებ მკითხა, მაგრამ ამ თემასთან დაკავშირებით არსებობს რამდენიმე სირთულე.
საქართველოს ნაკრები არ შედის FIFA-ს რეიტინგის ტოპ 70 გუნდში. აქედან გამომდინარე, პრემიერლიგის რეგლამენტის მიხედვით, ლორია ვერ ითამაშებს ინგლისში, თუმცა როგორც მე გავიგე, არის შესაძლებლობა, რომ ეს პრობლემა მოგვარდეს, მაგრამ ჩელსის პრემიერლიგისთვის დიდი თანხის გადახდა მოუწევს.
მე მხოლოდ შემიძლია დავადასტურო, რომ ლორიას შესახებ ლონდონური კლუბის მხრიდან არის ინტერესი, მაგრამ დღესდღეობით ის კრილია სოვეტოვის ფეხბურთელია“, - განაცხადა წიკლაურმა.
საქართველოს ნაკრების მეკარე, სამარულ კლუბში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა და გუნდთან კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გააფორმა.
წყარო: eurosport.ru