formula 1-ის ტოკიოს გრანპრიზე ჩემპიონობისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა ბრიტანელმა ავტომრბოლელმა, ლუის ჰემილტონმა, რომელმაც კარიერაში 41-ე რბოლა მოიგო.
ამ მაჩვენებლით ლეგენდარულ ბრაზილიელ მრბოლელს აირტონ სენას გაუთანაბრდა.
ჰემილტონმა 19 წამით აჯობა მეორე ადგილზე გასულ ნიკო როსბერგს, რომელიც მისი თანაგუნდელია, ხოლო გერმანელი პილოტი სებასტიან ფეტელი 20 წამით ჩამოიტოვა.
ამ გამარჯვებით ჰემილტონმა 277 ქულა დააგროვა. მეორე ადგილზე მყოფ სებასტიან ფეტელს 218 ქულა აქვს.
წყარო: formula1.com