სოციალურ ქსელებში გამოქვეყნდა პორტუგალიის ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის რეალის თავდამსხმელზე, კრიშტიანო რონალდოზე გადაღებული დოკუმენტური ფილმის ორ წუთიანი ვიდეო რგოლი.
ავტორების თქმით, ფილმზე მუშაობა 14 თვე გრძელდებოდა და მისი მეშვეობით მთელი მსოფლიო ნახავს რონალდოს ფარულ ცხოვრებას, არამარტო როგორც ფეხბურთელის, არამედ გაიცნობს მამის, მეოჯახისა და მეგობრის ამპლუაშიც.
ფილმის პრემიერა კი 9 ნოემბერსაა დაგეგმილი.