დალას მავერიქსის გერმანელმა კალათბურთელმა, დირკ ნოვიცკიმ განაცხადა, რომ მას სურს დიდ სპორტში კიდევ 2 სეზონი დარჩეს.
"მე მსურს კიდევ 2 სეზონის თამაში, რადგან სწორედ ამ დრომდე მაქვს კონტრაქტი დალასთან. ვიმედოვნებ, დარჩენილ პერიოდში უმაღლეს დონეზე ვითამაშებ, რის შემდეგაც კარიერას დავასრულებ. თავს კარგად ვგრძნობ და კარიერის ბოლოს მინდა კვლავ მოვიგო ტიტულები",- განაცხადა ნოვიცკიმ.
წყარო: eurosport