17 ნოემბერი 2024,   09:40
ვრცლად
შარაპოვამ ტრავმა მიიღო

რუსმა ჩოგბურთელმა, მარია შარაპოვამ, ჩინეთის ქალაქ უჰანში მიმდინარე ტურნირზე ტრავმა მიიღო.

შარაპოვა ჩეხ ჩოგბურთელს ბარბარა სტრიცოვას ხვდებოდა, ანგარიში 1:1 იყო, ხოლო მესამე გადამწყვეტ სეტს რუსი იგებდა, თუმცა ამ დროს შარაპოვამ სამედიცინო დახმარება მოითხოვა, რის შემდეგაც მატჩის გაგრძელება ვეღარ მოახერხა.

მარია შარაპოვა უჰანის ტურნირზე მეორე ნომრად იყო განთესილი.

 

წყარო: eurosport

დღის ამბები