17 ნოემბერი 2024,   09:23
ვრცლად
ბრაზილიაში მსაჯმა ფეხბურთელებისგან თავდაცვის მიზნით იარაღი გამოიყენა

ბრაზილიელმა მსაჯმა, გაბრიელ მურტამ, ფეხბურთელისგან თავის დასაცავად იარაღი გამოიყენა.

ინციდენტი ბელო ჰორიზონტეს მახლობლად, რეგიონული ლიგის თამაშზე, ბრუმადინიოსა და ამანტე დე ბოლას შეხვედრის დროს მოხდა.

მსაჯი მატჩის დროს ამანტე დე ბოლას ფეხბურთელს დაუპირისპირდა, რის შემდეგაც ის გასახდელში გაიქცა და მოედანზე იაღარით დაბრუნდა. მურტა მსაჯობის გარდა პოლიციის თანამშრომელიცაა. 

კადრები ერთ-ერთმა გულშემატკივარმა მობილური ტელეფონით გადაიღო.

როგორც ცნობილია, მსაჯს ამ დროისთვის ფსიქოლოგიური შემოწმება უტარდება.

 

 

წყარო: 101greatgoals.com 

 

 

დღის ამბები