ბარსელონას ნახევარმცველმა ივან რაკიტიჩმა განაცხადა, რომ ლიონელ მესის ტრავმა, გუნდის ფეხბურთელებს მეტ პასუხისმგებლობას აკისრებს.
"მესი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია და მისი ტრავმა ჩვენთვის უდიდესი დანაკლისია, თუმცა ბარსელონაში სხვა მაღალი კლასის ფეხბურთელებიც თამაშობენ. ვიმედოვნებ შეხვედრას წარმატებით დავასრულებთ და მას მესის მივუძღვნით. იმედი მაქვს ლეო მალე დაგვიბრუნდება."
ბარსელონასა და ლევერკუზენის შეხვედრა დღეს თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.
წყარო: as.com