ამერიკელი ჩოგბურთელი, სერენა უილიამსი, ზედიზედ 260-ე კვირაა WTA-ს რეიტინგის სათავეშია და ის ამ მაჩვენებლით თანამემამულე კრის ევერტს გაუთანაბრდა.
260 კვირა ქალთა ჩოგბურთში მესამე მაჩვენებელია. უილიამსსა და ევერტზე წინ მხოლოდ მარტინა ნავრატილოვა 322 კვირით და შტეფი გრაფი 377 კვირით არიან.
შტეფი გრაფის შედეგი არამარტო ქალებში, არამედ კაცებშიც საუკეთესოა.