17 ნოემბერი 2024,   09:52
ვრცლად
რომაელი იმპერატორი - 10 ფაქტი ფრანჩესკო ტოტის შესახებ

რომას კაპიტანმა, ფრანჩესკო ტოტიმ, იტალიის საფეხბურთო ჩემპიონატის მეოთხე ტურში სასუოლოს წინააღმდეგ, რომაული კლუბის შემადგენლობაში, მე-300-ე გოლი გაიტანა.

ამ მაჩვენებლით ტოტი რომას ისტორიაში საუკეთესოა.

გთავაზობთ 10 ფაქტს ფეხბურთელის შესახებ.

 * პირველად ტოტი რომას კაპიტანი 1998 წელს გახდა. მას ალდაირმა გადასცა სამკლაური.

* მშობლებმა ტოტი და მისი ძმა ერთად მიიყვანეს ფეხბურთზე. თუმცა, დიდი ფეხბურთი ფრანჩესკომ ითამაშა. მისი ძმა კი ფეხბურთელის აგენტი გახდა.

* ტოტის მეუღლე მსახიობი იყო. მას ხუთ ფილმში აქვს მონაწილეობა მიღებული. ასევე მუშაობდა ფოტომოდელად და ტელეწამყვანად.

* ტოტის კარიერა რომაში არ დაწყებულა. ის თამაშობდა ლოჯიჯანის გუნდში. თუმცა, პროფესიონალურ დონეზე მხოლოდ რომაულ კლუბში აქვს ნათამაშები.

* ტოტიმ 2004 წლის ევროპის ჩემპიონატზე დანიელ ფეხბურთელს, კრისტიან პოულსენს, სახეში შეაფურთხა.

* 2004 წლის 21 მარტს ლაციოსთან დერბის დროს ტრიბუნებზე არეულობა მოხდა. გულშემატკივრებმა ფრანჩესკოს უთხრეს, რომ პოლიციელები მათ თავს დაესხნენ და ტოტის სთხოვეს, გუნდი მოედნიდან გაეყვანა, რაც კაპიტანმა შეასრულა კიდეც.

* ტოტი ახლოს იყო რომას დატოვებასთან. 1996 წელს ის კინაღამ აიაქსის ფეხბურთელში, იარი ლიტმანენში, გაცვალეს.

* ტოტიმ ოქროს ბუცი 2006/2007 წლების სეზონში მოიგო 26 გატანილი გოლით.

* ტოტის ყველაზე მეტი გოლი პარმასთვის აქვს გატანილი. ამ მხრივ მისი "საყვარელი" მეკარე ჯანლუიჯი ბუფონია.

* მადამ ტიუსოს მუზეუმში არის ტოტის ბიუსტი, რომელიც 2009 წელს გაიხსნა. 

 

წყარო: eurosport

დღის ამბები