17 ნოემბერი 2024,   09:51
ვრცლად
რაფაელ ნადალი - "ჩემი თავის მჯერა"

ესპანელმა ჩოგბურთელმა რაფაელ ნადალმა, რომელიც ამჟამად მსოფლიოს მე-7-ე ჩოგანია, სეზონი შეაჯამა.

"ძალიან რთული სეზონი გამომივიდა. 2004 წლის მერე პირველად მოხდა, რომ დიდი სლემის არცერთი ტურნირი არ მომიგია. ახლა შედარებით კარგად ვგრძნობ თავს და კონცენტრირებული ვარ ჩემს თამაშზე. ვფიქრობ, რომ მომავალ სეზონში ჩემს საუკეთესო ჩოგბურთს ვაჩვენებ. არ ვიცი, კიდევ შევძლებ თუ არა დიდი სლემის ტურნირის მოგებას, თუმცა ჩემი თავის მჯერა" - განაცხადა ნადალმა.

რაფაელ ნადალი დიდი სლემის ტურნირების 14 გზის გამარჯვებულია.

 

წყარო: skysports.com

დღის ამბები