არგენტინის საფეხბურთო ჩემპიონატის მეოთხე დივიზიონის შეხვედრაში ბუენოს აირესის კლუბის, ლუხანის ფეხბურთელმა გოლი ორიგინალურად აღნიშნა.
მარიანო გოროსიტომ, არხენტინო დე მერლოს კარში გატანილი გოლი სასწრაფო დახმარების მანქანაში თანაგუნდელთან ერთად აღნიშნა. ორივე ფეხბურთელმა ყვითელი ბარათი მიიღო.
მატჩი ლუხანის გამარჯვებით 4:0 დასრულდა.