39 წლის ამერიკელი ექსტრემალი, ერიკ რონერი გარდაიცვალა.
სპორტსმენი პარაშუტით დაშვებას გოლფის მოედანზე ასრულებდა და საბედისწერო მომენტში ხეს შეეჯახა. რონერი 40 წუთის განმავლობაში პარაშუტის არტახებით იყო ჩამოკიდებული, ვიდრე შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარების მანქანა მივიდა. მიღებული ტრავმების შედეგად ექსტრემალი სავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
ერიკ რონერი ხშირად MTV Nitro Circus- ში მონაწილეობდა, სადაც ის სხვადასხვა ტრიუკებს ასრულებდა.
სოციალურ ქსელ Youtube - ზე რონერის ვიდეო რგოლებს 10 მილიონამდე ნახვა აქვს.
გთავაზობთ ვიდეო რგოლს ერიკ რონერის მონაწილეობით.
წყარო: eurosport