ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში ბარსელონას თავდამსხმელმა, ლუის სუარესმა, ლევერკუზენს გოლი გაუტანა, რომელიც ფეხბურთელისთვის ევროთასებზე 31-ე აღმოჩნდა .
ამ მაჩვენებლით ის ურუგვაელ ფეხბურთელებს შორის პირველ ადგილზე გადავიდა. მეორე ადგილზეა პსჟ-ის თავდამსხმელი ედინსონ კავანი 30 გოლით.
ბარსელონამ ლევერკუზენი 2:1 დაამარცხა.
წყარო: twitter.com