ლონდონის არსენალის მთავარმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა, ოლიმპიაკოსთან მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
"ჩვენ კვლავ შეგვიძლია ჯგუფიდან გასვლა და ვალდებულებიც ვართ ეს გავაკეთოთ, თუმცა ძალიან რთული იქნება. ოლიმპიაკოსთან შეხვედრაში ჩვენ ყველაზე მეტად იღბალი გვაკლდა, რადგან სტუმრებმა სულ 4-ჯერ დაარტყეს კარში და 3 გოლი გაგვიტანეს.
არსენალი ოლიმპიაკოსთან საკუთარ მოედანზე 2:3 დამარცხდა.
წყარო: uefa.com