35 წლის ამერიკელმა ჩოგბურთელმა, ვენუს უილიამსმა, კარიერაში მე-700-ე მატჩი მოიგო.
ჩინეთის ქალაქ უჰანში მიმდინარე ტურნირზე, უილიამსმა იულია გერგესი დაამარცხა 6:4 6:3 და ისტორიაში შევიდა.
ამერიკელი ჩოგბურთელი ამ მაჩვენებლით მე-9-ე ადგილზეა. სიას სათავეში მარტინა ნავრატილოვა უდგას 1442 მოგებით, მეორე ადგილზე კრის ევერტია 1309, ხოლო მესამეზე შტეფი გრაფი 902 წარმატებული ასპარეზობით.
წყარო: eurosport