მიუნხენის ბაიერნის თავდამსხმელმა, რობერტ ლევანდოვსკიმ, ზაგრების დინამოსთან მატჩის შემდეგ საკუთარი თამაში შეაფასა.
"ბედნიერი ვარ, რომ 3 გოლის გატანა მოვახერხე, თუმცა მეტიც შემეძლო და ამაზე მწყდება გული. არ აქვს მნიშვნელობა თამაშში რამდენი გოლი გამაქვს, უფრო მეტი მინდა და მიღწეულით არასდროს ვკმაყოფილდები" - განაცხადა ლევანდოვსკიმ.
წყარო: Uefa.com