უეფას ჩემპიონთა ლიგის მატჩში, მალმოს წინააღმდეგ კრიშტიანო რონალდომ დუბლი შეასრულა. შედეგად, პორტუგალიელ ფეხბურთელს ოფიციალურ შეხვედრებში 501 გოლი მოუგროვდა.
რონალდო მადრიდის რეალის საუკეთესო ბომბარდირიც გახდა. ფეხბურთელმა ბლანკოსის ლეგენდარული კაპიტანი, რაულ გონსალეს ბლანკო ჩამოიტოვა, რომელსაც რეალის შემადგენლობაში 323 გოლი ჰქონდა გატანილი, რონალდოს კი 324.
„მე ძალიან ბედნიერი ვარ ამ მიღწევით. მინდა მადლობა გადავუხადო თანაგუნდელებს , რომლებიც მეხმარებოდნენ მიმეღწია ამ რეკორდამდე. სამეფო კლუბის საუკეთესო ბომბარდირობა ჩემთვის ძალიან დიდი პატივია.
მალმოსთან მატჩის შემდეგ რაულმა შეტყობინება მომწერა და წარმატება მომილოცა. დარწმუნებული ვარ, ისიც ბედნიერია ჩემი მიღწევით"- განაცხადა პორტუგალიელმა.
რონალდო ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირიცაა 82 გატანილი გოლით.
წყარო: eurosport