ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის შეხვედრაში, ზაგრების დინამოსთან 5:0 გამარჯვება მიუნჰენის ბაიერნის ფეხბურთელებმა ლუდის ფესტივალზე, „ოქტომბერ ფესტზე“ აღნიშნეს.
ფესტივალზე მიუნჰენური კლუბის ფეხბურთელები მეუღლეებთან ერთად, ტრადიციულ კოსტიუმებში გამოწყობილები მივიდნენ.
ფოტოები მიუნჰენის ბაიერნის ოფიციალურ Facebook-ის გვერდზე გავრცელდა.