იუნიორთა ჩემპიონთა ლიგაზე სადებიუტო შეხვედრა გამართა საფეხბურთო კლუბმა საბურთალომ, რომელიც დანიურ მიდტიულანდს დაუპირისპირდა.
შეხვედრა დანიური გუნდის სასარგებლოდ 3:1 დასრულდა . ოთხივე გოლი მიდტიულანდის ფეხბურთელებმა გაიტანეს. 52-ე წუთზე მათ საკუთარ კარში ჩაჭრეს ბურთი.
განმეორებითი შეხვედრა თბილისში 21 ოქტომბერს გაიმართება.
წყარო: fcsaburtalo.ge