მემფის გრიზლის ცენტრს მარკ გასოლს სურს, რომ მისი უფროსი ძმა, პაუ, დაბრუნდეს გუნდში და კვლავ ერთად ითამაშონ.
"ვეცდები პაუ დავარწმუნო, რომ მემფისში გადმოვიდეს. ეს იქნებოდა წარმოუდგენელი. არაფერია გამორიცხული და მჯერა კვლავ ერთად ვითამაშებთ. ჩიკაგო ბულსს მისი დათმობა გაუჭირდება, თუმცა ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ პაუს გადმოსაყვანად".
პაუ გასოლს ჩიკაგოსთან კონტრაქტი კიდევ 2 წლით აკავშირებს.
წყარო: europapress.es