"სპორტზე საუბრისას მინდა გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს წარმატება ვუსურვო, ხვალ ახალი ზელანდიის გუნდთან შეხვედრაში" - ეს განცხადება საქართველოს პრემიერმინისტრმა გაეროს ასამბლეის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
რაგბის მსოფლიო თასზე ახალი ზელანდიისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი ხვალ, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.
ფოტო: საქართველოს რაგბის კავშირის Facebook-ის გვერდი.