17 ნოემბერი 2024,   07:57
ვრცლად
სასამართლომ ლიონელ მესის ბრალდება არ დაადასტურა

ადრე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მექსიკელი ნარკობარონები ფულის გათეთრების მიზნით მესის და მისი მეგობრების ამხანაგურ თამაშებს იყენებდნენ, რომელიც 2012-2013 წლებში გაიმართა.

ესპანეთის საგადასახადო სამსახურმა არ დაადასტურა ინფორმაცია, რომ მესი თავად იყო ჩართული ამ საქმეში, თუმცა გამოძიება კვლავ გრძელდება. თუ აღმოჩნდება, რომ არგენტინელ ფეხბურთელს ამ მატჩებიდან შემოსული თანხის დეკლარირება არ მოუხდენია, მაშინ მას სანქცია დაეკისრება.

 

 

წყარო: eurosport

დღის ამბები