მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილმა ფეხბურთელმა, პოლ სქოულზმა, ინგლისის საფეხბურთო ჩემპიონატის პრობლემებზე ისაუბრა.
“თუ დააკვირდებით იმ ფეხბურთელებს, რომლებიც ინგლისში მოდიან აღარ გაგიჩნდებათ კითხვა რომელი ლიგაა ყველაზე ძლიერი. საუკეთესო ფეხბურთელები თამაშობენ რეალში, ბარსელონაში და ბაიერნში, შემდეგ არიან პსჟ და იუვენტუსი.
პრემიერლიგის დონე ძალიან დაეცა და ვფიქრობ ინგლისის ვერცერთი გუნდი ვერ გაუწევს ღირსეულ კონკურენციას ბარსელონას ან რეალს", - განაცხადა სქოულზმა.
წყარო: eurosport