მადრიდის რეალი კრიშტიანო რონალდოსთვის ღონისძიებას გამართავს.
პორტუგალიელი ფეხბურთელი კლუბის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
ღონისძიება დღეს სანტიაგო ბერნაბეუზე გაიმართება, სადაც რონალდოს კლუბის ხელმძღვანელობა საპატიო ჯილდოს გადასცემს.
მალმიოსთან შესრულებული დუბლის შემდეგ, რონალდოს რეალში 324 გოლი მოუგროვდა და რაულს გაასწრო, რომელსაც რეალის მაისურით 323-ჯერ ჰქონდა მეტოქის კარი აღებული.
წყარო: marca.com