ნოემბერში გაიმართება ამხანაგური შეხვედრა, რომელშიც ერთმანეთს დიდი ბრიტანეთისა და მსოფლიოს ნაკრებები დაუპირისპირდებიან.
დიდი ბრიტანეთის ნაკრების კაპიტანი დებიდ ბექჰემი იქნება, ხოლო მსოფლიო ნაკრების ზინედინ ზიდანი. მწვრთნელები კი ალექს ფერგიუსონი და კარლო ანჩელოტი.
შეხვედრას პიერლუიჯი კოლინა იმსაჯებს.
მატჩი UNICEF-ის ეგიდით ჩატარდება და შემოსული თანხა ბავშვთა საქველმოქმედო ფონდებში გადაირიცხება.
წყარო: BBC