17 ნოემბერი 2024,   07:34
ვრცლად
FIFA-ს სპონსორები იოზეფ ბლატერის გადადგომას ითხოვენ

FIFA-ს  სპონსორები Coca-Cola, McDonald"s და Visa ორგანიზაციის პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგომას ითხოვენ.

სამივე კომპანიის წარმომადგენლებმა, რომლებიც წლებია მსოფლიო ფეხბურთის მმართველ ორგანოსთან თანამშრომლობენ, გუშინ საგანგებო განცხადება გაავრცელეს.

კომპანიების მიმართვაში ნათქვამია, რომ იოზეფ ბლატერის გადადგომა აუცილებელია, რაც FIFA-ს  შელახული რეპუტაციის აღდგენას შეუწყობს ხელს.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას შვეიცარიის გენერალურმა პროკურატურამ ბლატერის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

დღის ამბები