მილანისა და იტალიის ნაკრების ყოფილი კაპიტანი, პაოლო მალდინი, ოქროს ბურთის კანდიდატებს შორის ჯანლუიჯი ბუფონის არყოფნას გამოეხმაურა.
"მე არ ვიცი რა პრინციპით არჩევენ ოქროს ბურთის კანდიდატებს, ბუფონის არყოფნა ამ სიაში აბსურდია. ის 38 წლის ასაკშიც შედის მსოფლიოს სამ საუკეთესო მეკარეს შორის. იუვენტუსის შარშანდელი წარმატების მთავარი შემოქმედი სწორედ ჯიჯი იყო" - განაცხადა მალდინიმ.
FIFA-მ ოქროს ბურთის მოგების 59 კანდიდატი დაასახელა, რომელთა შორისაც ჯანლუიჯი ბუფონი არ იმყოფება.
წყარო: eurosport