საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, მილტონ ჰეიგმა, ახალ ზელანდიასთან გამართული მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
"ოლ ბლექსის წინააღმდეგ თამაში დიდი პატივია. ლელოს დადება და ის ფაქტი, რომ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ქართველი დასახელდა ბევრ რამეზე მეტყველებს.
საჭიროა ექვსი ერის გაფართოება, რომ წინსვლის საშუალება მოგვეცეს. ამის კარგი მაგალითია არგენტინა, რომელმაც ძალიან დიდი პროგრესი განიცადა, როგორც კი ძლიერ გუნდებთან თამაშის საშუალება მიეცა", - განაცხადა ჰეიგმა.
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის აზრით, ექვს მოკავშირეს შორის რთული იქნება შეთანხმების მიღწევა მეშვიდე გუნდის დამატებაზე, თუმცა რაგბი გლობალური თამაში უნდა გახდეს და ამისთვის საჭიროა მზარდ ნაკრებებს განვითარების შანსი მიეცეს.
მილტონ ჰეიგის ვრცელი ინტერვიუ skysport-ზე გამოქვეყნდა.
წყარო: skysport