17 ნოემბერი 2024,   07:53
ვრცლად
მოურინიო - "თუ ჩელსი გამათავისუფლებს, მაშინ კლუბი დაითხოვს საუკეთესო მწვრთნელს, რომელიც ოდესმე ჰყოლია"

ინგლისის ჩემპიონატის მერვე ტურში საუთჰემპტონთან საშინაო მატჩში 1:3 დამარცხების შემდეგ, კომენტარი გააკეთა ლონდონის ჩელსის მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ.

„ძალიან რთული მომენტი გვიდგას. მსაჯებს ეშინიათ ჩელსის სასარგებლოდ გადაწყვეტილების მიღება. თუ ინგლისის ფეხბურთის ასოციაციას უნდა ჩემი დასჯა, მაშინ მათ შეუძლიათ დამსაჯონ.

ლონდონის ჩელსის ისტორიაში ყველაზე რთული დროა, რადგან თუ ისინი მე გამათავისუფლებენ, მაშინ კლუბი დაითხოვს საუკეთესო მწვრთნელს, რომელიც ოდესმე ჰყოლია.

დროა ყველამ გავაანალიზოთ ჩვენი პასუხისმგებლობა და ერთ გუნდად შევიკრათ“ - განაცხადა მოურინიომ.

ინგლისის საფეხბურთო ჩემპიონატში ლონდონური კლუბი 8 ქულით მეთექვსმეტე ადგილს იკავებს.

 

წყარო: eurosport.com

დღის ამბები