საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევრო 2016-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის მომზადებას იწყებს.
კახა ცხადაძემ ნაკრებში 23 ფეხბურთელი გამოიძახა, მათ შორის ერთი დებიუტანტია, საფეხბურთო კლუბ გორის დილას წევრი, გუგა ფალავანდიშვილი.
მეკარეები: გიორგი ლორია, ნუკრი რევიშვილი, გიორგი მაკარიძე.
მცველები: გიორგი ნავალოვსკი, გიორგი ფოფხაძე, ალექსანდრე ამისულაშვილი, ზურა ხიზანიშვილი, გურამ კაშია, სოლომონ კვერკველია, უჩა ლობჟანიძე, ოთარ კაკაბაძე, გია გრიგალავა.
ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა, სანდრო კობახიძე, თორნიკე ოქრიაშვილი, ნიკა კვეკვესკირი, გიორგი მერებაშვილი, ვალერი ყაზაიშვილი, ნიკა ძალამიძე, გუგა ფალავანდიშვილი.
თავდამსხმელები: მათე ვაწაძე, ბაჩანა ცხადაძე, ნიკოლოზ გელაშვილი.
საქართველოს ნაკრებმა სრული შემადგენლობით პირველი ვარჯიში ტექნიკურ ცენტრ ბასაზე ჩაატარა.
საქართველოსა და გიბრალტარის მატჩი დინამო არენაზე 8 ოქტომბერს, 20:00 საათზე დაიწყება. გერმანია კი საქართველოს ნაკრებს 11 ოქტომბერს ქალაქ ლაიფციგში უმასპინძლებს.
წყარო: GFF.ge