არგენტინის ეროვნული ნაკრებისა და ბარსელონას თავდამსხმელის, ლიონელ მესის, უფროსი ძმა იარაღის უკანონო შენახვისათვის დაიჭირეს.
ქალაქ როსარიოს ჟანდარმერიის თანამშრომლებმა მატიას მესის ავტომობილიი სპეცოპერაციის დროს გააჩერეს, რის შედეგადაც მას 22 კალიბრიანი ცეცხლსასროლი იარაღი აღმოუჩინეს.
მატიას მესიმ პოლიციის განყოფილებაში 4 საათი გაატარა.
ანალოგიურ სიტუაციაში ფეხბურთელის ძმა 2008 წელსაც იმყოფებოდა. მაშინ ის თოფის უკანონო ტარებისათვის იყო დააკავებული.
ფოტო: არქივი.