ტურინის იუვენტუსის შვეიცარიელმა მცველმა, შტეფან ლიხშტაინერმა, გულის ოპერაცია გაიკეთა.
ფროზინონესთან გამართულ შეხვედრაში ლიხშტაინერს სუნთქვის პრობლემები შეექმნა. ექიმებმა მას გულის არითმია დაუდგინეს და ოპერაციის აუცილებლობაში დაარწმუნეს.
სავარაუდოდ, შვეიცარიელი ფეხბურთელი ვარჯიშს ერთ თვეში განაახლებს.
წყარო: juventus.com