ლონდონის ჩელსის კაპიტანმა ჯონ ტერიმ გუნდის მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო დაიცვა.
"იმ პოზიციაზე არ ვართ, სადაც მივეჩვიეთ ყოფნას. ფეხბურთელების და მწვრთნელის მიზანია ცხრილში რაც შეიძლება მაღლა ავიწიოთ და ჩვენ მალე გავაკეთებს ამას.
ჩელსის მსოფლიოში საუკეთესო მწვრთნელი ჰყავს და მას გუნდი მთლიანად უჭერს მხარს. მე დიდი ხანია კლუბში ვარ, ბევრი მწვრთნელი მყოლია და თუ ვინმეს შეუძლია ამ სიტუაციიდან ჩელსის გამოყვანა, ეს სწორედ მოურინიოა" - განაცხადა ტერიმ.
პრემიერლიგაში ლონდონის ჩელსი 8 ტურის შემდეგ მეთექვსმეტე ადგილს იკავებს.
წყარო: chelseafc.com