მერსედესის გერმანელი პილოტის ნიკო როსბერგის განცხადებით, ის ბოლომდე იბრძოლებს Formula 1-ის ჩემპიონობისთვის.
"იაპონიის გრანპრის შემდეგ ვცდილობ ოპტიმისტურად განვეწყო. წინ კიდევ 5 რბოლაა და მიუხედავდ იმისა, რომ ლუის ჰემილტონს დიდი უპირატესობა აქვს, გადაწყვეტილი ჯერ არაფერია და მე ჩემპიონობისთვის ბოლომდე ვაპირებ ბრძოლას" - განაცხადა როსბერგმა.
სეზონის დასრულებამდე 5 რბოლით ადრე ლუის ჰემილტონი 277 ქულით პირველ ადგილზეა, ნიკო როსბერგი კი 229 ქულით მეორე პოზიციას იკავებს.
წყარო: motorsport.com