გიორგი ჭანტურიამ გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში პირველი გოლი გაიტანა .
პადერბორნთან შეხვედრაში დუისბურგის ქართველი ლეგიონერი მოედანზე მეორე ტაიმის დასაწყისში გამოჩნდა და მატჩის 81-ე წუთზე გამარჯვების გოლი გაიტანა.
დუისბურგისთვის ეს პირველი გამარჯვებაა ჩემპიონატში და 10 ტურის შემდეგ 5 ქულით კვლავ ბოლო ადგილზე იმყოფება.
ვიდეო: dailymotion.com