მანჩესტერ სიტის ფრანგმა ნახევარმცველმა, სამირ ნასრიმ, ეროვნულ ნაკრებში დაბრუნება გამორიცხა.
"მე ინგლისში ცხოვრება მომწონს, 2019 წელს როდესაც სიტისთან კონტრაქტი ამომეწურება, სათამაშოდ ამერიკაში წავალ. საფრანგეთის ნაკრებში დაბრუნებას არ ვიფიქრებ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ნაკრების მწვრთნელი მამაჩემი გახდება. ეროვნულმა გუნდმა ძალიან დამაზარალა და იქ დაბრუნება გამორიცხულია" - განაცხადა ნასრიმ.
სამირ ნასრიმ სანაკრებო კარიერა 2014 წელს დაასრულა.
წყარო: L"Equipe