ცნობილმა იტალიელმა მწვრთნელმა, არიგო საკიმ, დღევანდელი ნაპოლი 80-ანი წლების მილანს შეადარა, რომლის მწვრთნელიც თავად იყო.
"ნაპოლის შესანიშნავი შემადგენლობა ჰყავს და თუ ტრავმებს აიცილებენ თავიდან, ტიტულებზეც ექნებათ პრეტენზია. გუნდი ერთ მუშტადაა შეკრული და სწორედ ესაა მთავარი. ჩემს მილანშიც ყველანი ერთი მიზნის გარშემო ვიყავით გაერთიანებულნი. მაშინ ჩვენც არ გამოგვივიდა კარგი სტარტი, თუმცა ისტორიულ შედეგებს მივაღწიეთ" - განაცხადა საკიმ.
წყარო: Football Italia