რაფაელ ნადალის მწვრთნელმა და ბიძამ ტონი ნადალმა განაცხადა, რომ თუ მისი ძმისშვილი სამწვრთნელო შტაბის შეცვლას მოინდომებს, ის არ განაწყენდება.
"რაფაელისთვის მიმდინარე სეზონი არც ისე წარმატებულია, მაგრამ მჯერა რომ ძველი ნადალი დაბრუნდება. ის თუ ასე გააგრძელებს თამაშს მომავალ წელსაც, მაშინ სამწვრთნელო შტაბში ცვლილებები ლოგიკური იქნება" - განაცხადა ტონი ნადალმა.
წყარო: news.yahoo.com